ბათუმელმა დაჩი დოლიძემ 2 მედალი მოიპოვა - ვიდეო

10 მარტი 2020, 15:43 2124 ნახვა

ბათუმელმა სპორტულმა ტანმოვარჯიშე დაჩი დოლიძემ, აზერბაიჯანში გამართულ პირველ საერთაშორისო ტურნირზე იუნიორთა შორის 2 მედალი მოიპოვა. სპორტულმა ტანმოვარჯიშემ ფინალში ტაიჭსა და თავისუფალ ვარჯიშზე წარმატებით იასპარეზა. ​ ტაიჭზე ვარჯიშში დაჩიმ ვერცხლის, თავისუფალზე კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.

ცნობისთვის 13 წლის სპორტსმენმა ვარჯიში 4 წლიდან ბათუმში მწვრთნელ მიხეილ კოლესნიკოვთან  დაიწყო. 5 წლიდან თბილისში გააგრძელა და მას შემდეგ მწვრთნელთან და საერთაშორისო კატეგორიის მსაჯთან ილია ვაშაკიძესთან ვარჯიშობს.

ტანმოვარჯიშე  საქართველოს ვაჟთა ნაკრებში ირიცხება. 

დღეს ბაქოში სპორტულ ტანვარჯიშში მსოფლიო თასი დაიწყო, სადაც საქართველოს ვაჟთა ნაკრები იასპარეზებს, ქალ სპორტსმენებიდან საქართველოს მარია ხარენკოვა წარადგენს.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი