ჰარუ ბაშოს მე-3 საშეჯიბრო დღეს ქართველი სუმოტორი ლევან გორგაძე, კირიბაიამას დაუპირისპირდა და მეტოქე იორიკირის ილეთით დაამარცხა. ლევანს აღნიშნული გამარჯვების შემდეგ, მინიმალური უარყოფითი ბალანსი აქვს - 1:2-ზე.
ხვალ, 11 მარტს, ქართველი ფალავნის მეტოქე მე-9 მაეგაშირა ტაკანოშო იქნება, რომელსაც მიმდინარე ბაშოზე მარცხი არ აქვს. ცნობისთვის კორონავირუსის გამო მიმდინარე ბაშო მაყურებლის გარეშე ტარდება.