გახანგრძლივდება თუ არა არდადეგები კვირის ბოლოს გახდება ცნობილი. გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრთან არსებული საბჭო ეპიდსიტუაციის განვითარების მიხედვით მიიღებს. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, მას ჰქონდა კონსულტაცია საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილესთან და ეს დამოკიდებული იქნება ეპიდსიტუაციის განვითარებაზე ამ კვირის განმავლობაში.
საჯარო და კერძო სკოლებში სასწავლო პროცესის განახლება 16 მარტს არის დაგეგმილი. სწავლაა შეწყვეტილი კერძო საბავშვო ბაღებშიც.