ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩის #502 გამოსახლების პროცესს ელოდებიან. აღსრულების ბიუროს თანამშრომლები ადგილზე არიან მობილიზებულები. ადგილზე მოვიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადაც, რადგან ოჯახის წევრი შეუძლოდ გახდა.
სამსართულიანი საოჯახო ტიპის სასტუმროში მეგრელიძეები ცხოვრობენ. 6 წევრიანი ოჯახის გამოსახლება ერთ-ერთი ბანკის საჩივრის საფუძველზე იგეგმება.
ნური მეგრელიძე ყვება, რომ პრობლემები ბანკთან 2008 წელს დაეწყოთ. ოჯახმა საქართველოს ბანკიდან 45 ათასი დოლარი გამოიტანა და მათი მტკიცებით, 60 000 დოლარი უკანვე შეიტანა, თუმცა ბანკი 150 000 $ ედავებოდა და სასამართლოში პროცესიც მოიგო.
აღსრულებაზე საქმე 2019 წლიდან იყო გადაცემული, თუმცა ბანკის იურისტის განცხადებით, პროცესი გაიწელა. ბანკის წარმომადგენლების მტკიცებით, მათ რამდენჯერმე მისცეს გონივრული ვადა თანხის დასაფარად.
ოჯახის წევრები, ახლობლები, ამ საკითხებზე მომუშავე უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე და პოლიტიკური პარტია "თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენლები ითხოვენ, რომ გამოსახლება შეჩერდეს, ოჯახს კი მიეცეს ეტაპობრივად დავალიანების დაფარვის საშუალება. ამბობენ, რომ სახლის მეპატრონეებს მძიმე სოციალური მდგომარეობა აქვთ.
ადგილზე, მობილიზებულია, აღსრულების ერონული ბიუროს წარმომადგენლები და სამართალდამცავები.
ოჯახი შესულები არიან ბანკის წარმომადგენლები და მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ჯერჯერობით აღსრულება არაა დაწყებული.