იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 15.4 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

13 მარტი 2025, 12:16 71 ნახვა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ, არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე, 3 564.0 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 15.4 პროცენტით მეტია.

აქედან, საქსტატის ცნობით, ექსპორტი 835.4 მილიონი აშშ დოლარი იყო, ანუ გაიზარდა 4.0 პროცენტით, ხოლო იმპორტი 2 728.6 მილიონი აშშ დოლარი – ზრდამ 19.5 პროცენტი შეადგინა.

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2025 წლის იანვარ-თებერვალში 1 893.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 53.1 პროცენტია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში