წვევამდელისთვის სამხედრო-სააღრიცხვო ყალბი მოწმობის დამზადებისთვის ერთი პირი ამხილეს

10 მარტი 2020, 10:22 2528 ნახვა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე, ერთი პირი ამხილეს.

გამოძიებით დადგენილია, რომ ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტის, ერთ-ერთი გამგეობის სამხედრო აღრიცხვის გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მოქალაქისთვის დაამზადა და 500 აშშ დოლარად გაასაღა, წვევამდელის სამხედრო - სააღრიცხვო ყალბი მოწმობა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამატებით ამოღებულია წვევამდელის შეუვსებელი მოწმობები, შტამპები და ბეჭდები.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 6 წლამდე ვადით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი