ქართული დერბი თორნიკე შენგელიამ მოიგო

09 მარტი 2020, 11:43 1739 ნახვა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის ლიგა ენდესას 23-ე ტურში ქართული დერბი გაიმართა, სადაც თორნიკე შენგელიას ,,ბასკონია’’ გიორგი შერმადინის ,,ტენერიფეს’’ დაუპირისპირდა. ,,ბასკონია’’ მეტოქე 17 ქულიანი სხვაობით 75:58 დაამარცხა.

თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 24:45 წუთი ითამაშა, ამ დროში კი 11 ქულას, 5 მოხსნასა და 1 პასს მოუყარა თავი. გიორგი შერმადინს ორმაგ დუბლამდე მოხსნა დააკლდა. ქართველმა ცენტრმა 16 ქულა, 9 მოხსნა და 1 პასი დააგროვა.

შერმადინი შედეგიანობით ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო და მატჩის MVP-ის სტატუსიც მოიპოვა. თორნიკე შენგელიას გუნდს 24 ქულა დაუგროვდა.

,,ბასკონიამ’’ უკვე მე-8 ადგილზეა და პლეი ოფის ზონაში შევიდა, რაც შეეხება შერმადინის ,,ტენერიფეს’’ 28 ქულით მე-4 პოზიციაზეა. 24-ე ტურში კიდევ ერთ ქართული დაპირისპირება იქნება. ბექა ბურჯანაძის ,,გრან კანარია’’ შერმადინის ,,ტენერიფეს’’ უმასპინძლებს, ხოლო ,,ბასკონია’’ მომდევნო ტურში ,,ვალენსიას’’ ესტუმრება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი