საარჩევნო სისტემაზე მნიშვნელოვანი შეთანხმება შედგა - გიორგი გახარია

09 მარტი 2020, 10:52 1661 ნახვა

საქართველოს პრემიერ მინისტრი ამბობს, რომ საარჩევნო სისტემაზე მნიშვნელოვანი შეთანხმება შედგა. გიორგი გახარიამ პარტნიორებს მადლობა გადაუხადა.  

''ეს შეთანხმება დემოკრატიის განმტკიცების, პოლიტიკური გარემოს დასტაბილურების, ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირების და საარჩევნო წელს ქვეყნის სტაბილური, მათ შორის, ეკონომიკური განვითარების მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

მადლობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს შეთანხმების მიღწევაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის'' - დაწერა სოციალურ ქსელში პრემიერ მინისტრმა. 

მიღებულ გადაწყვეტილებას საქართველოს პრეზიდენტიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს საზოგადოების გამარჯვებაა. სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, კომპრომისით ყველა პირობა არის შექმნილი მშვიდი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად.

მისალოცი ტექსტით გამოაქვეყნა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემაც. რესპუბლიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი წერ: “დემოკრატია რთული საქმეა, თუმცა ამად ღირს. ვრცელი განცხადება მოგვიანებით გამოქვეყნდება”.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მანდატების თანაფარდობით ჩატარდება.

 ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმების საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის ბიუროს ოთხშაბათს წარედგინება.

თუ კანონპროექტი დამტკიცდა, იმას ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 წევრიდან 120 პროპორციული სიით მოხვდება, ხოლო 70-ის ნაცვლად, 30 მაჟორიტარი აირჩევა.  მთავრობას კი ის პოლიტიკური ძალა დააკომპლექტებს, რომელიც არჩევნებში 40% მხარდაჭერას და პლიუს 30-ვე ოლქში მის მაჟორიტარს გაიყვანს.

სხვა შემთხვევაში, თუ ასეთ მხარდაჭერა ერთ პოლიტიკურ პარტიას არ ექნება, პარლამენტში შესულ სხვა პარტიებთან მოუწევს კონსულტაციები. 

რაც შეეხება 1% ბარიერს, ესეც სიახლეა, რადგან ამ დრომდე პარლამენტში მოსახვედრად 3% ბარიერის გადალახვა სჭირდებოდათ პოლიტიკურ ორგანიზაციებს, რასაც ხშირად პატარა პარტიები ვერ ახერხებდნენ. ამ გადაწყვეტილებით, შესაძლოა პარლამენტში იმაზე მეტი პარტია შევიდეს, ვიდრე ეს მანამდე იყო შესაძლებელი. მაგალითად "ლეიბორისტულ პარტიას" და "რესპუბლიკურ პარტიას" რამდენჯერმე დააკლდათ 3% ბარიერის გადასალახავად ხმათა რაოდენობა.  

წინა საარჩევნო მოდელი მიხედვით, ამ პარტიებზე მიცემულ ხმები, იმ პოლიტიკურ ძალაზე გადადიოდა, რომელსაც ხმათა ყველაზე მეტი რაოდენობა ჰქონდა.

მიღწეული შეთანხმება უნდა შეფასდეს როგორც საზოგადოების გამარჯვება , - ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტი მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას.

სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, კომპრომისით ყველა პირობა არის შექმნილი მშვიდი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი