7 დაღუპული საკარანტინო ზონად გამოცხადებული სასტუმროს ჩამონგრევის შედეგად

08 მარტი 2020, 15:07 1707 ნახვა

ჩინეთის ფუძიანის პროვინციაში სასტუმროს ჩამონგრევის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ქალაქ ციუანჩჟოუს ხელმძღვანელობა ავრცელებს, სადაც ტრაგედია მოხდა.სასტუმროს შენობის დანგრევის შედეგად, ნანგრევებში 71 ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა მაშველებმა 43 ადამიანის გამოყვანა შეძლეს.

შენობის ნანგრევებში ამ დრომდე რჩება 28 ადამიანი.სასტუმროს შენობაში ის ადამიანები იყვნენ განთავსებული, რომლებსაც კორონავირუსით ინფიცირებულებთან ჰქონდათ კონტაქტი. შენობის დანგრევის მიზეზები უცნობია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში