საჩხერის საავადმყოფოში მოთავსებულ პაციენტს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია საავადმყოფოში დაადასტურეს. სამედიცინო ცენტრის დირექტორის მიხეილ ქამუშაძის თქმით, პაციენტის ანალიზები დღეს გახდა ცნობილი და ის ბოქსირებულ განყოფილებაში იმყოფება.
პაციენტი საჩხერიდან არის და საზღვარგარეთ არ ყოფილა.საავადმყოფოს დირექტორის ინფორმაციით, პაციენტს კონტაქტი ჰქონდა იტალიის მოქალაქესთან.
ინფორმაციას მედიასაშუალებები ავრცელებს