“მუსიკის ენით მშვიდობის დამყარება კონფლიქტურ რეგიონებში”

21 სექტემბერი 2016, 00:00 4936 ნახვა

ბათუმის საერთაშორისო  ფესტივალის ფარგლებში, იუნესკოსადმი მიძღვნილი სემინარი გაიმართა. შეხვედრის ძირითადი თემა იყო ~მუსიკის ენით მშვიდობის დამყარება კონფლიქტურ რეგიონებში~.  სემინარის მონაწილეებს კლასიკური მუსიკის ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელს და იუნესკოს მშვიდობის ელჩი ელისო ბოლქვაძე მიესალმა. შეხვედრას ესწრებოდნენ კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და ფრანგი პიანისტი სიპრიან კაცარისი. დღესვე, ფესტივალის ფარგლებში გამართული მასტერკლასის მონაწილეები სპეციალური დიპლომებით დააჯილდოვეს.  ,, Bატუმი  მუსიც  ფესტ”-ი მეოთხედ ტარდება. ის წელს  ჩექინ ჯორჯიას ფარგლებში იმართება. დაახლოებით ერთ საათში ბათუმის ხელოვნების ცენტრში სცენა ქართველ დირიჟორ დავით კინწურაშვილს დაეთმობა. მასთან ერთად ლისტის მეორე საერთაშორისო საფორტეპიანო ნაწარმოებს ახალგაზრდა ბელარუსელი  პიანისტი მაია ირგალინა შეასრულებს.

ამავე კატეგორიაში