მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის მაღალი რისკის ქვეყნებიდან საქართველოში ჩამოსული პირებისთვის 14-დღიანი კარანტინი სავალდებულო გახდა. წესი ვრცელდება, როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, თუ მათ არ აქვთ შემოწმების სპეციალური ცოდნა.
გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გახდა ცნობილი.
''საქართველოში ჩამომსვლელი უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ, ან მოემგზავრებიან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნების გავლით, ექვემდებარებიან ინტენსიურ შემოწმებას და შემდეგ ვალდებულნი არიან გაიარონ 14-დღიანი საკარანტინო პროცედურა; ან საზღვარზევე უნდა წარმოადგინონ კორონავირუსზე (COVID -19) შემოწმების PCR ცნობა, რომელიც გაცემული უნდა იყოს გამომგზავრების ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ, ხოლო ტრანზიტულად მგზავრობის შემთხვევაში - სატრანზიტო ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ'' - წერია გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს მთავრობა მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებში (ჩინეთი, სამხრეთ კორეა, იტალია, ირანი) მოგზაურობისგან.
კორონავირუსით ინფიცირებულია 9 პაციენტი. ამ ეტაპზე კარანტინში რჩება 162 ადამიანი.