ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ახალი დირექტორი ჰყავს

05 მარტი 2020, 18:27 3910 ნახვა

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ახალი დირექტორი ჰყავს.   სოლომონ ფუტკარაძე  პროფესიით,  ექიმი - რადიოლოგი და  მედიცინის დოქტორი, თანამშრომლებს ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ წარუდგინა.  ახალი გადაწყვეტილების შესახებ  უწყებაში  კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა ამბობენ, რომ დირექტორის თანამდებობა   ყოფილმა ხელმძღვანელმა  საკუთარი განცხადების საფუძველზე  დატოვა.  

სოლომონს ფუტკარაძე აცხადებს,  რომ შემოთავაზებას ბევრი ფიქრის გარეშე  დასთანხმდა. აქვს კონკრეტული გეგმები, თუმცა საკადრო ცვლილებებს ამ ეტაპზე იგი არ გეგმავს.  არსებული  ინფორმაციით, მალხაზ ხალვაში აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში შესაძლოა მრჩევლად დაინიშნოს. თუმცა ამას არც ყოფილი დირექტორი და არც სამინისტროს წარმომადგნელები ამ ეტაპზე  არ ადასტურებენ.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი