''რამდენადაც მოულოდნელი იყო სხვებისთვის გადაწყვეტილება, იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა ჩემთვისაც'' - გიორგი აბაზაძე

04 მარტი 2020, 20:25 1871 ნახვა

აჭარის ტელევიზიის დირექტორმა მისივე თქმით ფანტასტიკური კადრი მაია მერკვილაძე რედაქტორის თანამდებობიდან და გამოცდილი შორენა ღლონტი ახალი ამბების სამსახურის უფროსის პოზიციიდან გაათავისუფლა, მათ ნაცვლად კი გამოუცდელი გიორგი აბაზაძე და ანალიტიკური გუნდის წევრი ფირუზ ბოლქვაძე დანიშნა - ორივე შემთხვევაში ცხადად ჩანს, რომ დირექტორს დიდი სურვილი აქვს შეცვალოს რედაქცია, რადგან სხვა ახსნას ჩვენ ვერ ვპოულობთ.

ფაქტია, რომ უკეთესობისკენ პროცესი არ იცვლება. უფრო მეტიც ვითარების დეესკალაციის ნაცვლად, მენეჯმენტი ესკალაციისკენ დგამს ნაბიჯებს. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საგაფიცვო რეჟიმის დროს მედიაციისას ახალი ამბების გუნდმა დირექტორს უფროსის და რედაქტორის დროებით მოვალეობის შემსრულებლად ლაშა ზარგინავას, ან ირინა ყურუას კანდიდატურები შესთავაზა. დირექტორმა ეს არ გაითვალისწინა.  დღესვე კონსულტანტად დანიშნა ლალი ბერძენიშვილი. ცნობისთვის, გამოცდილების კონტექსტში აბაზაძის წარდგენას ნიუსრუმში ხმაური მოჰყვა. იგი ჟურნალისტებს მმართველებმა წარუდგინეს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი