ხელვაჩაურში, სოფელ აგარაში ხანძარი იყო. ცეცხლი ორსართულიან ხის სახლს გაუჩნდა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის 3 ბრიგადა მუშაობდა.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, ცეცხლი თავდაპირველად ეზოში საქონლის სადგომს გაუჩნდა, მოგვიანებით კი სახლზე გადავიდა.
შემთხვევის შედეგად მოქალაქეები არ დაშავებულან, დაიწვა საყოფაცხოვრებო ნივთები და ინვენტარი. ოჯახის წევრებმა ცეცხლმოკიდებული სახლიდან ვერაფრის გამოტანა ვერ მოახერხეს.
სახლში ასაკოვანი ბებია და ორი ახალგაზრდა ცხოვრობდა. ისინი უსახლკაროდ დარჩნენ.
ხანძარი ამ ეტაპზე ლიკვიდირებულია.
მთავრობის გადაწყვეტილებით, თუ ხანძრის შედეგად მოქალაქეებს საკუთარი სახლი დაეწვათ, აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან კომპენსაციის სახით 15 000 ლარი გადაეცემათ.
ფოტო: არქივი