"ქვეყანა შემაშფოთებელ ეტაპზეა" - ადამ კინზინგერი

03 მარტი 2020, 20:27 1612 ნახვა

სასამართლო რეფორმა, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკებების ჩავარდნა და  ოპოზიციონერი ლიდერების დაკავებები - ამ საკითხებზე კიდევ ერთხელ კრიტიკული განცხადებები გააკეთა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა. საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრმა ხაზი გაუსვა, რომ არავის უნდა დაავიწყდეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თავის დროზე პროპორციული არჩევნების ჩატარების დაპირება 2020 წლისთვის გასცა.

კითხვაზე, როგორ იმოქმედებს აშშ, თუკი პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით პროგრესი არ მიიღწევა, კინზინგერმა უპასუხა, რომ შტატების ქმედება "ბევრისთვის მოულოდნელი იქნება." ამ ნაწილის არასწორ თარგმანზე საუბრობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი