დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, მოქალაქეები ნაღდ ანგარიშსწორებას უნდა მოერიდონ და ელექტრონული გადახდით ისარგებლონ. ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე თქვა, რომ ფული დაავადების გადატანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა.
ის ასევე ბანკებს მიმართავს და სთხოვს მაქსიმალურად ეცადონ თავი აარიდონ დიდ რიგებს.
''ჩინეთი მთლიანად გადავიდა ვირტუალურ ვალუტაზე. ყველა ანგარიშსწორება ხდება ელექტრონულად. უნდა შევეცადოთ, რომ ანგარიშსწორებები იყოს ელექტრონული. მაგრამ იქ, სადაც აუცილებელია ქეში, სასურველია ქეშის ხმარების დროს დავიმუშაოთ ხელები.
მივმართავ ბანკებს, რომ მათ არ უჭირთ და აქვთ შესაბამისი შესაძლებლობები, რომ ყველა ფილიალში, ყველა განყოფილებაში იყოს ხელის დასამშავებელი სადეზინფექციო სივრცეები და იდგეს დეზინფექტორები, რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს საშუალება ხელის დამუშავების.
ეს აუცილებელია ბანკის თანამშრომლებისთვის და მათთვის, ვინც ქეშით იღებს თანხებს. თავშეყრაახოლმე, როცა პენსიების გაცემა ხდება, ამიტომ ვთხოვ ბანკებს, რომ იქნებ გაცემა მოხდეს ვირტუალურად, ელექტრონულად და თუ ამის საშუალება არ არის, მაშინ შეუქმნან პენსიონერებს შესაბამისი შესაძლებლობები, რომ ჰიგიენური წესები დაიცვან. ავარიდოთ თავი დიდ თავშეყრას და დიდ რიგებს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.