ჯიხანჯური-ზედა ლეღვას დამაკავშირებელ გზის მონაკვეთის რეაბილიტაციის მოთხოვნით მოსახლეობამ აქცია გამართა

03 მარტი 2020, 11:02 2612 ნახვა

ჯიხანჯური-ზედა ლეღვას დამაკავშირებელ გზის მონაკვეთის რეაბილიტაციის მოთხოვნით მოსახლეობამ აქცია გამართა.  ადგილობრივები ამბობენ, რომ  გზა 20 წელზე მეტია ამორტიზებულია და 350 ოჯახს პრობლემა აქვს.  

გზის ამ მონაკვეთის მოვლა-პატრონობა აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის კომპეტენციაა.  უწყებაში ამბობენ, რომ   გზის 5-კილომეტრიანი მონაკვეთის ნაწილი უკვე შეკეთდა,  წლის ბოლომდე კი სრული რეაბილიტაცია მოხდება. 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი