ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოს მეორე პაციენტმა მიმართა

02 მარტი 2020, 18:02 3757 ნახვა

სახმელეთო სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებსა და საქართველოს აეროპორტში საველე კარვები დაიდგა. ვირუსთან საბრძოლველად საქართველოს სარეზერვო ფონდიდან მილიონი ლარი გამოიყო. დღეიდან შეწყდა სწავლა სკოლებსა და ბაღებში, ასევე უმაღლეს სასწავლებლებში, ამ დროის განმავლობაში შენობებს სპეციალური ხსნარით დაამუშავებენ, ისევ გამკაცრებულია კონტროლი საქართველოს საზღვრებზე,  მოწმდება მგზავრების ჯანმრთელობის მდგომარეობა აეროპორტებში - ვირუსის გავრცელების მთავარ წყაროდ საქართველოსთვის ისევ იტალია რჩება.

ამ დროისთვის კორონავირუსის 3 შემთხვევაა დადასტურებული. დღის ბოლოს, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოს იტალიიდან დაბრუნებულმა მგზავრმა მაღალი ტემპერატურის გამო მიმართა, რომელიც ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი