კორონავირუსის გამო მოახლოებული ბაშო მაყურებლის გარეშე გაიმართება

02 მარტი 2020, 15:40 1704 ნახვა

იაპონიის სუმოს ასოციაციის დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, ბაშო მაყურებლების გარეშე ჩატარდება. მიზეზი, თითქმის მთელ მსოფლიოში გავრცელებული კორონავირუსია, რის გამოც იაპონიაშიც საგანგებო ზომებია მიღებული: დახურულია სკოლები, გადადებულია სხვადასხვა ღონისძიებები, შეჩერებულია საფეხბურთო ჩემპიონატი.

სუმოს ასოციაცია საგაზაფხულო ტურნირის ტრანსლაციისთვის, იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებლისგან 500 მილიონ იენს მიიღებს.

ცნობისთვის, ბაშო მაყურებლების გარეშე ერთადერთხელ, 1945 წლის ივნისში ჩატარებულა, თუმცა მაშინ ტრიბუნებზე ომის ვეტერანები მაინც იმყოფებოდნენ.

მოახლოებული ბაშო 8-22 მარტს იაპონიის ქალაქ ოსაკაში ჩატარდება და მასზე ტრადიციულად ორ ქართველ სუმოისტს ვიხილავთ. ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი დასავლეთის მე-9 მაეგაშირა იქნება, გაგამარუს შიკონათი ცნობილი თეიმურაზ ჯუღელი კი – მე-3 დივიზიონ მაკუშიტაში 44-ე ნომრის სტატუსით იასპარეზებს.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი