სადავო საარჩევნო მოდელი

02 მარტი 2020, 10:16 1079 ნახვა

სადავო საარჩევნო სისტემა - დღეს, საკითხზე სასაუბროდ ოპოზიციური პარტიები მორიგ შეხვედრას გამართავენ. ხელისუფლების ოპონენტებისთვის მმართველი გუნდის შეთავაზება 40 %-იან ბარიერთან დაკავშირებით, საკმარისი არ არის. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ  პოლიტპატიმრების გათავისუფლების და ოპოზიციის წევრებზე რეპრესიების შეჩერების გარეშე ხელისუფლების არც ერთი წინადადება მათთვის მისაღები არ იქნება.

საარჩევნო სისტემა იყო, გუშინ, „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული შეხვედრის მთავარი თემა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის მხრიდან საარჩევნო სისტემაზე კონსენსუსის მისაღწევად ნაბიჯები გადაიდგა და საკითხზე მათ შორის შეთანხმება ობიექტურად შესაძლებელია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი