საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევა  არ გამოვლენილა

01 მარტი 2020, 15:15 2206 ნახვა

ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა არ გაზრდილა, ხოლო ამ დრომდე ინფიცირებული სამი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კარანტინში კი ამ ეტაპზე 100-ზე მეტი ადამიანი რჩება.

ინფიცირებული სამი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ახალი კორონა ვირუსით ავადობის შემთხვევა ქვეყანაში არ გაზრდილა, საბედნიეროდ ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.  თუმცა იმატა ინფექციურ საავადმყოფოებში საეჭვო სიმპტომებით პაციენტთა რაოდენობამ.ბოლო მონაცემებით, ლუგარის ლაბორატორიიდან 24 ადამიანის ანალიზის პასუხს ელოდებიან, რომელიც  დღეს გახდება ცნობილი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმზღვანელი მოსახლეობას განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა ზოგადად მოგზაურობსიგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს, ხოლო განსაკუთრებით კი ჩინეთში სამხრეთ კორეა, იტალიასა და იაპონიაში. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის კარანტინში 119 ადამიანი იმყოფება. სულ ცოტა ხნის წინ შედგა საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა. სადაც გადაწყდა, რომ საქართველოს მასშტაბით ყველა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტსა და აეროპორტებში დამონტაჟდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საველე კარვები, სადაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან შემოსული მგზავრები სპეციალურ დაწესებულებაში გადაყვანამდე განთავსდებიან. ასევე პრევენციის მიზნით გაუქმდა  საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყველა ხალხმრავალი ღონისძიებები.

როგორც იცით,  ბათუმში საკარანტინო ზონად რესპუბლიკური საავადმყოფოს  შენობა განიხილება. რომელიც როგორც ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, აღჭურვილია კარანტინისთვის ყველა საჭირო  ფუნქციით.  ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები საოჯახო ტიპის სასტუმროების მეპატრონეებთან. რაც შეეხება რეკომენდაციებს. მოსახლეობას იტალიაში მოგზაურობისგან თავშეკავებისკენ მოუწდოებს საქართველოს  საგარეო საქმეთა სამინისტროც, განსაკუთრებით კი ჩრდილოეთ რეგიონებში სადაც ვირუსისაფეთქებაა. საჭიროების შემთხვევაში კი მოქალაქეებს მიმართავენ დაუკავშირდნენ იტალიაში საქართველოს საელჩოს რომელიც რომში მდებარეობს. ხაზის ნომერზე +33 38 87 91 23.  როგორც იცით, იტალიის მიმართულებით,  ცალკეულმა სახელმწიფოებმა და ავიაკომპანიებმა იტალიის მიმართულებით ავია მიმოსვლა დროებით შეაჩერა.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი