ინფექციურ საავადმყოფოში ამ ეტაპზე დაკვირვების ქვეშ 29 ადამიანი იმყოფება. აღებულია 24 სინჯი - ამირან გამყრელიძე კორონავირუსის მესამე შემთხვევასაც არ გამორიცხავს, თუმცა ჯერ ლაბორატორიულ კვლევას ელოდებიან.
ამ ეტაპზე დაავადებათა კონტროლის ცენტრს იდენტიფიცირებული ჰყავს იმ ადამიანების ნაწილი, ვისთანაც ბოლო პაციენტს ჰქონდა კონტაქტი გზაში, სახლში და სამსახურში. დამაკმაყოფილებელია გუშინ დადასტურებული 50 წლის კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობაც.
შეგახსენებთ ვირუსი მეტწილად მსუბუქი ფორმებით მიმდინარეობს, სიკვდილიანობის მაჩვენებელი კი მსოფლიო მასშტაბით გამოჯანმრთელებულებთან შედარებით საგრძნობლად დაბალია.