სირიის რუსეთის მიერ მხარდაჭერილი მთავრობის საჰაერო თავდასხმებს იდლიბის პროვინციაში სულ მცირე 33 თურქი სამხედრო ემსხვერპლა, ხოლო 36 დაჭრილია.
რუსული მედიის ცნობით, ამ დროისთვის თურქეთის არმია, სირიის სამთავრობო ჯარების წინააღმდეგ ინტენსიურ შეტევებს ახორციელებს.
ცნობისთვის, იდლიბის პროვინციის ძირითად პოზიციებზე რუსეთის დახმარებით სირიის მთავრობის ჯარებმა კონტროლი რამდენიმე დღის წინ დაამყარეს.
აშშ ასადის რეჟიმსა და რუსეთს თურქ ჯარისკაცებზე თავდასხმის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს და თურქეთს სრულ მხარდაჭერას უცხადებენ