აფთიაქებში პირბადეების დეფიციტია. სააფთიაქო ქსელების წარმომადგენლები ობიექტების ნაწილში პირბადეების დეფიციტს ადასტურებენ და ამას პროდუქციაზე გაზრდილი მოთხოვნით, ასევე ჩინეთიდან პროდუქციის მოწოდების შეჩერებით ხსნიან. ბათუმში ბევრ სააფთიაქო ქსელში ამ წუთებში პირბადეები არ იყიდება.
ცოტა ხნის წინ ჯანდაცვის სამინისტრომ პირბადეების მწარმოებელ და შემომტან კომპანიებს პირბადეების მარაგების მყისიერად შევსება დაავალა. როდის შეივსება ფარმაცევტულ ბაზარზე პირბადეების დეფიციტი, ამ დროისთვის უცნობია.
სამინისტრო მოუწოდებს კომპანიებს, პირბადეებიის რეალიზაციისას შესაბამისი ფასი გამოიყენონ.