ქობულეთში, ცენტრალურ ქუჩაზე 30 წლამდე კაცი დაჭრეს

27 თებერვალი 2020, 12:14 4852 ნახვა

დღეს, 27 თებერვალს, ქობულეთში, რუსთაველის 122 ნომერში დაპირისპირება მოხდა, რასაც სანადირო თოფიდან გასროლაც მოჰყვა. სავარაუდოდ, ამოღებულია სამი მასრა. 

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, საშუალო ასაკის მამაკაცებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ჩხუბში გადაიზარდა. სანადირო იარაღით დაჭრილია ერთ-ერთი მამაკაცი, რომელიც რეგიონალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს და ამ წუთებში ოპერაცია უტარდება. 

ექიმის ინფორმაციით, 30 წლამდე მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ადგილზე უკვე მუშაობენ საპატრულო ეკიპაჟები და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები. 

გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 19/108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ბრალდბეული ჯერ დაკავებული არ არის.  

 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი