ამერიკულ ბიოტექნოლოგიურ კომპანიაში განაცხადეს, რომ კორონავირუსის ვაქცინა შექმნილია და ტესტირებისთვის ამზადებენ, მაგრამ ჯერ უცნობია როდის ჩაეშვება ფართო მოხმარებაში. ვირუსის გავრცელების მასშტაბები დღითიდღე იზრდება, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც, მაგრამ კვლავ ინტენსიურად ფიქსირდება გარდაცვალების შემთხვევები.
კორონავირუსის საფრთხის რისკი მომატებულია საქართველოშიც, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით ყველა უწყება კოორდინირებულად მუშაობს იმისთვის, რომ მოხდეს სათანადო პრევენცია, ან საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ პაციენტს გაეწიოს დახმარება. ცნობისთვის, ამ ეტაპზე არ განიხილება იტალიასთან, ან ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან ფრენების შეზღუდვა. მიმოსვლა შეჩერებულია მხოლოდ ჩინეთთან და ირანთნ. მთავარი რეკომენდაცია ხელების სპირტით ან საპნით ხშირი დაბანა და საჭიროების შემთხვევაში ექიმისთვის მიმართვაა.