ბათუმელები ჩაუბარებელ სახლში 3 წელია ცხოვრობენ, რომელისაც არც ლიფტი აქვს და არც ფასადი მოპირკეთებული

26 თებერვალი 2020, 18:32 3693 ნახვა

აქცია იყო ანგისის ქუჩის პირველ ჩიხში. 6 ნომერში მდებარე კორპუსის მცხოვრებელი მშენებელ კომპანიას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასა და  მრავალსართულიანი სახლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას თხოვენ. 

ამბობენ, რომ მაღლივ კორპუსში არ მუშაობს ლიფტი, დაზიანებულია საკანალიზაციო სისტემა და უკვე  სამი წელია დენის გადასახადს საერთო მრიცხველით იხდიან.

აქციის მონაწილეების ინფორმაციით პრობლემების მოგვარებას მშენებელ  კომპანია“ნიუ ბათუმს“  ხელმძღვანელს უკვე წლებია უშედეგოდ სთხოვენ. ამბობენ რომ მშენებელმა კორპუსს უკანონოდ დააშენა მეცხრე სართული რის გამოც მერიაში მათ საჩივარი შეიტანეს. დღეს ადგილზე იმყოფებოდნენ ბათუმის  მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლები. ისინი მშენებელი კომპანიის ხელმძღვანელსაც შეხვდნენ. მოგვიანებით კი მათ ოფისთან აქციის მონაწილეებიც შუერთდნენ.  კომპანიის ხელმზღვანელი პრობლემებს არ უარყოფს და აცხადებს, რომ მათ მოსაგვარებლად პროექტში ცვლილებების განხორციელება ჭირდებათ, რაზეც მერიისგან თანხმობა ჯერ არ მიუღიათ.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი