ჩაისუბანში ხანძრის შედეგად ღია ცის ქვეშ დარჩენილი 7 წევრიანი ოჯახი დახმარებას ითხოვს. მამულაძეები ამბობენ, რომ საცხოვრებლის არ არსებობის გამო 2 მცირეწლოვანთან ერთად ღამეს ავტომობილში ათევენ.
ჩაისუბნის რწმუნებული ჩვენთან სატელეფონო საუბარში აცხადებს, რომ დაზარალებულებს ბინის საქირავებლად 400 ლარი შესთავაზეს, თუმცა მამულაძეების ინფორმაციით, ეს თანხა ქირისთვის საკმარისი არ არის. ხანძარი ჩაისუბანში 2 დღის წინ მოხდა. ქობულეთის მერიაში ჯერ-ჯერობით კომენტარი არ გაკეთებულა.