მმართველი გუნდის წევრებმა, ოპოზიციის ლიდერებმა და დამოუკიდებელი დეპუტატებმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის სახლში დახურული შეხვედრა გამართეს. ეს იყო პირველი შეხვედრა მას შემდეგ რაც, ოპოზიციამ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს ბოიკოტი გამოუცხადა.
მედიისთვის მკაცრად გასაიდუმლოებულ შეხვედრის მონაწილეები ამბობენ, რომ არაოფიციალური შეხვედრისას არჩევნების სისტემაზე ისაუბრეს, თუმცა ახალი შემოთავაზება ან შეთანხმების შესაძლებლობაზე ლაპარაკი არ ყოფილა.