საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა აჭარის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში. გამოიფინა მუზეუმში დაცული ექსპონატები, ოკუპაციის პერიოდის ამსახველი ბათუმისა და იმ საზოგადო მოღვაწეების ფოტოები ვინც რეპრესიებს ემსხვერპლა. მუზეუმში ხუთი დღის განმავლობაში სტუდენტებსა და მოსწავლეებს ამავე თემაზე ლექციების მოსმენისა და გამოფენის უფასოდ დათვალიერების საშუალება მიეცემათ.