საქართველოს და ბელარუსის მატჩზე დასასწრები ბილეთების 95%-ი ერთი თვით ადრე გაიყიდა

25 თებერვალი 2020, 18:31 1989 ნახვა

საქართველოსა და ბელარუსის მატჩზე დასასწრები ბილეთების 95%, შეხვედრამდე ერთი თვით ადრე გაყიდულია. ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

დარჩენილი ბილეთების შეძენა გულშემატკივრებს შეუძლიათ, როგორც ონლაინ, ისე ,,დინამო არენას’’ სალაროებში. ბილეთების გაყიდვა ონლაინ 15 თებერვალს დაიწყო, ხოლო ფიზიკური რეალიზაცია  22 თებერვლიდან.

10 დღეში უკვე 50 000-მდე ბილეთი გაიყიდა. ,,დინამო არენა’’ სულ 54 549 ადამიანს იტევს , თუმცა ამ თამაშისთვის 52 000 ბილეთი იყიდება.

მატჩზე დასასწრები ბილეთის ფასი 5, 10, 15 და 25 ლარია. ერთ ადამიანს კი მხოლოდ 4 ბილეთის შეძენის უფლება აქვს. ერთ თვეში, 26 მარტს ვლადიმირ ვაისის გუნდი ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო პლეი ოფში ბელორუსს დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში კი, საქართველოს ნაკრები ფინალში გავა, სადაც კოსოვოს და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის გამარჯვებულ გუნდთან მოუწევს დაპირისპირება.

თუ საქართველო ფინალში გავა ეს მატჩის საქართველოში გაიმართება

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი