რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, საზოგდოებრივი მაუწყებლის პირველი არხისა და ტელეკოპანია "იმედის" ჟურნალისტებს ავადმყოფები მას შემდეგ უწოდა, რაც ჰკითხეს - ჩამოვა თუ არა საქართველოში, თუ ევროსაბჭოს მინისტერიალი თბილისში ჩატარდება.
"თქვენ ავადმყოფები ხართ გოგონებო" - უთხრა ჟურნალისტებს სერგეი ლავროვმა.
ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მათ მიმართ დაცვა აგრესიულად იქცეოდა: " გვირტყეს, გვეჭიდავნენ და პასუხი-ავადმყოფები ხართ გოგოებო" - წერს ანა ბროლაძე.
რუსეთს საგარეო საქმეთა მინისტრს კითხვები ჟურნალისტებმა ჟენევაში დაუსვეს, სადაც უნდა გადაწყდეს სად გაიმართება ევროსაბჭოს მინისტერიალი – სტრასბურგში თუ თბილისში.