ფინანსთა მინისტრი ირწმუნება, რომ სიგარეტის გაძვირება არ იგეგმება 

24 თებერვალი 2020, 16:59 1742 ნახვა

ფინანსთა მინისტრი ვანო მაჭავარიანი თამბაქოს გაძვირებასთან დაკავშირებით ინფორმაციას უარყოფს. მისი თქმით, მომდევნო ორი წლის განმავლობაში თამბაქოზე აქციზი არ გაიზრდება.

„ის, რომ თამბაქო ძვირდება, არ შეესაბამება სიმართლეს. ჩვენ გვქონდა ასოცირების ხელშეკრულებით ვალდებულება, დაბეგვრის კუთხით გავთანაბრებულიყავით ევროკავშირის განაკვეთებს. ამის პირველი დედლაიანი იყო 2022 წელი. იმის გათვალისწინებით, რომ არც სოციალური მდგომარეობა უწყობს ხელს და ჩვენი მეზობელი ქვეყნებიც განაკვეთებს არ ზრდიან ისეთივე ტემპით, როგორც ჩვენ, ამის გამო მოლაპარაკებები გვქონდა და 2026 წლამდე გადაიწია ვადამ. დარწმუნებული ვარ, ამ ვადას კიდევ გადავწევთ. ევროკავშირის განაკვეთი საკმაოდ დიდი ტვირთი იქნება. ჩვენ ბიზნესსექტორთან გვაქვს ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია. მათ გავაცანით ორი წლის გეგმა, სადაც აღვუთქვით, რომ აქციზის ზრდა არ მოხდება. 2022 წლის ბოლოსაც გავაცნობთ კიდევ ორწლიან გეგმას. რაც შეეხება იმას, 2026 წელს გათანაბრდება თუ არა ევროკავშირის მოთხოვნებთან, მგონია, რომ გვაქვს სივრცე, ამ ვადამ კიდევ გადაიწიოს,“ - განაცხადა მაჭავარიანმა. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს. 

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 1 კოლოფი სიგარეტის ფასი 15 ლარამდე გაიზრდებოდა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი