დაიცავით უსაფრთხოების და ჰიგიენის ზომები - კორონავირუსის გამო კორეაში მცხოვრებ ქართველებს საელჩო აფრთხილებს

24 თებერვალი 2020, 14:29 1280 ნახვა

კორონავირუსის გამო, კორეაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს საქართველოს საელჩო აფრთხილებს.

უწყებამ ცოტახნის წინ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ქვეყანაში ამ ვირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ მოიმატა.

„ბოლო პერიოდში, კერძოდ გასული ორი დღის განმავლობაში, ადგილსამყოფელი ქვეყანაში საგრძნობლად მოიმატა კორონავირუსით (COVID-19) დაინფიცირებულ ადამიანთა რიცხვმა. შესაბამისად, კორეის რესპუბლიკის ხელისუფლებამ, ა.წ. 23 თებერვალს, შექმნილ ვითარებას მიანიჭა სიფრთხილის უმაღლესი დონე.

ქალაქი დეგუ (Daegu) და გეონგბუკის პროვინცია (Gyeongbuk Province) გამოცხადდა სპეციალურ დაკვირვების ზონებად, რაც გულისხმობს აღნიშნული მიმართულებით გადაადგილების შეზღუდვას, მგზავრობისგან თავის შეკავებას და განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში, ამ რეგიონებისთვის განკუთვნილი უსაფრთხოების ზომების დაცვას.

ყოველივე ხსენებულიდან გამომდინარე, საქართველოს საელჩო მოუწოდებს კორეის რესპუბლიკაში მცხოვრებ, სასწავლო, ტურისტული, საქმიანი და სამედიცინო მიზნით მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, გაითვალისწინონ და დაემორჩილონ ადგილსამყოფელი ქვეყნის მიერ მიღებულ რეკომენდაციებს; თავი შეიკავონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნისგან; დაიცვან უსაფრთხოების და ჰიგიენის ზომები“,- აღნიშნულია კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციაში.

საელჩოს ცნობით, კორონავირუსთან დაკავშირებით, ოფიციალური ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ შემდეგ მისამართებზე:

კორეის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი:
ENG : http://ncov.mohw.go.kr/en/
KOR : http://www.cdc.go.kr/
http://www.cdc.go.kr/contents.es?mid=a30103000000
ცხელი ხაზი : 1339

ქ. სეულის მერია:
http://www.seoul.go.kr/main/index.jsp
http://www.swsgc.co.kr/

ტურიზმის ეროვნული სააგენტო:
https://english.visitkorea.or.kr/enu/AKR/FU_EN_15.jsp…

საჭიროების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:

საელჩო: 02 792-7118
საკონსულო სამსახური: 010 5103-1703.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი