ვინ იყო რეპორტაჟის განხილვის ინიციატორი და  რატომ დახურეს სხდომა?

23 თებერვალი 2020, 12:21 1902 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის იურიდიული სამსახურის უფროსი  ნინო უტიაშვილი, რომელიც  დირექტორის მოადგილის შესარჩევი კომისიის წევრი იყო,   კანდიდატებისთვის  რეპორტაჟის ჩვენების  ინიციატივას საკუთარ თავზე იღებს და განმარტავს, რომ  ამით  კანდიდატების ანალიტიკურ აზროვნებას ამოწმებდა. მისი თქმით, სიუჟეტის შინაარსობრივ ნაწილში ჩარევა არ  უთხოვია და კანდიდატებს რეპორტაჟთან  დაკავშირებით  თვითრეგულირების კომისიაში  შესული განცხადების მართებულობა და პრეტენზიის შესახებ არგუმენტები უნდა განეხილათ .

ნინო უტიაშვილი გადაწყვეტილებას შეცდომად არ მიიჩნევს , თუმცა ამბობს, რომ  რეპორტაჟის ჩვენების შედეგები   რომ წინასწარ გაეთვალა ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა. ნინო უტიაშვილის განმარტებითვე, გაუჩნდა მოლოდინი , რომ გასაუბრების დროს დასმული სხვა კითხვები უკმაყოფილებას  გამოიწვევდა და  კონკურსი ჩაიშლებოდა. მისი თქმით, ახალი ამბების სამსახურის უფროსს, გასაუბრების დასრულების შემდეგ უნდა ეკითხა, რატომ გაარჩევინეს დირექტორის მოადგილეობის კანდიდატებს  ჯენი კვანტალიანის  რეპორტაჟი. ანალიტიკური უნარის  შემოწმებისთვის რეპორტაჟის ჩვენებას  შეცდომად და უხერხულ  გზად მიიჩნევს, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე.

ნანა ბიგანიშვილის თქმით,  ინიციატორის მიერ  რეპორტაჟის ჩვენების  მოტივის ახსნის შემდეგ  ეს ფაქტი უფრო   ბუნდოვანი გახდა. ბიგანიშვილი  მაუწყებელში მიმდინარე პროცესებსაც გამოეხმაურა და თქვა, რომ  არხიდან დამოუკიდებელი  და მიუკერძოებელი სარედაქციო  პოლიტიკის შემქმნელი ადამიანების  განდევნის მცდელობაა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი