მსოფლიო ჩემპიონატი მკლავჭიდში ბათუმში გაიმართება

20 თებერვალი 2020, 19:35 5909 ნახვა

19-27  სექტემბერს  ბათუმი მკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს, შეჯიბრებაში 70 ქვეყნის 2000-ზე მეტი სპორტსმენი იასპარეზებს. როგორც აჭარის მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტმა გვითხრა ჩემპიონატი ლეონიძის ქუჩაზე მდებარე სპორტკომპლექსში უნდა ჩატარდეს, რომელის მშენებლობაც მიმდინარებს. მსოფლიო ჩემპიონატამდე 7 თვეა დარჩენილი. 

ვინ რამდენით დააფინანსებს და შეჯიბრებისთვის რა თანხა დაიხარჯება ჯერჯერობით გაურკვეველია. აჭარას ამ ეტაპისთვის მკლავჭიდში 7 მსოფლიო ჩემპიონი ჰყავს. ბათუმი - ევროპის სპორტული ქალაქი და აჭარა, როგორც წლის საუკეთესო რეგიონი- აჭარის მკლავჭიდის ფედერაციაში ამბობენ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის აქ  ჩატარება - სწორედ ამან განაპირობა.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში