Copy, Paste და Cut-ის გამომგონებელი გარდაიცვალა

20 თებერვალი 2020, 17:03 2761 ნახვა

კომპიუტერული მეცნიერების ერთ-ერთი პირველი პროგრამისტი, ლარი ტესლერი 74 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

მან მოიგონა ცნობილი და მარტივი ფუნქციები; ამოჭრა, კოპირება და ჩასმა. კლავიატურის კლავიშების Ctrl X, Ctrl C და Ctrl V-ს გამოყენებით პერსონალური კომპიუტერების მოხმარება უფრო მარტივი გახადა.

ლარი ტესლერი 1945 წელს ნიუ-იორკში დაიბადა. დაამთავრა სტენფორდის უნივერსიტეტი და სწავლის დამთავრებისთანავე, კომპიუტერული პროგრამების შემუშავებას შეუდგა. 1960 წელს მუშაობა დაიწყო სილიკონის ხეობის კომპიუტერული ტექნიკის მუზეუმში.

ამოჭრისა და ჩასმის ფუნქციებით 1983 წელს პირველად Apple - ის პერსონალური კომპიუტერი Lisa აღიჭურვა. Apple-დან წასვლის შემდეგ კი, ტესლერმა საკუთარი შემეცნებითი სტარტაპი დაარსა, სხვადასხვა დროს იგი ასევე თანამშრომლობდა Yahoo-სთან და Amazon-თან. 

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი