საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები შვეიცარიას შეხვდება

20 თებერვალი 2020, 10:46 2026 ნახვა

დღეს, 20 თებერვალს, საქართველოს საკალათბურთო ნაკრები თბილისის სპორტის სასახლეში, 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს შეიცარიის ნაკრებთან გამართავს. შეხვედრა  19:00 საათზეა ჩანიშნული.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა 12-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. შვეიცარიის ნაკრების წინააღმდეგ გიორგი შემადინი, გიორგი ცინცაძე, დუდა სანაძე, ბექა ბურჯანაძე,თად მაქფადენი, ბექა ბექაური, მიხეილ ბერიშვილი, საბა ლობჯანიძე, მერაბ ბოქოლიშვილი, რატი ანდრონიკაშვილი, გიორგი ტურალიძე და გიორგი კორსტანტია ითამაშებენ.

,,შვეიცარიასთან მატჩში ქართველი გულშემატკივარი ნაკრებში ახალ სახეებს იხილავს. წინასწარ შემიძლია ვთქვა, რომ ეს იოლი თამაში არ იქნება. თუნდაც იმიტომ, რომ კალათბურთში იოლი შეხვედრები არ არსებობს. – მატჩებისთვის მოსამზადებლად სულ სამი დღე გვაქვს, რაც ძალიან ცოტა დროა, განსაკუთრებით ჩვენს სიტუაციაში, როცა ახალი გუნდი გვაქვს ჩამოსაყალიბებელი. კალათბურთი ხომ გუნდური თამაშია’’, - განაცხადა ზუროსმა.

ფიფა-ს განახლებულ სანაკრებო რეიტინგი საქართველოს ნაკრები 18-ე ადგილზეა, რაც შეხება მეტოქეებს: შვეიცარია 30-ე პოზიციას იკავებს, ფინეთი მე-20 ს, ხოლო სერბეთი მე-3 ადგილზე იმყოფება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში