ცნობილი ადამიანების და პოლიტიკური ლიდერების დნმ-ის ნიმუშებს, ანონიმური ორგანიზაცია, Earnest Project -ი ინტერნეტ აუქციონზე გაყიდის.
აქტივისტებმა ცნობილი სახეების მიერ ნაგავში გადაყრილი ნივთებიდან, დნმ ის ნიმუშები მოიპოვეს. ესენია; სიგარეტის ნამწვავები, ქაღალდის ერთჯერადი ჭიქები და თეფშები, თმის ღერი და სხვ. მათი ნახვა კი, დავოსის კოლექციის ონლაინ კატალოგშია შესაძლებელი.
უცხოური მედიის ინფორმაციით აქტივისტებმა, დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე შეაგროვეს; დონალდ ტრამპის, ემანუელ მაკრონის, ანგელა მერკელის, ქეით ბლანშეტის, მუსიკოს ელტონ ჯონისა და სხვების ცნობილი სახეების გენეტიკური მასალები.
აუქციონის ჩატარების თარიღი ჯერ ჯერობით უცნობია, თუმცა ის ნიუ იორკში 20 თებერვალს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ გაურკვეველი მიზეზების გამო ღონისძიება გადაიდო.