82 წლის ასაკში კინორეჟისორი გიორგი შენგელაია გარდაიცვალა

17 თებერვალი 2020, 21:01 2290 ნახვა

82 წლის ასაკში  კინორეჟისორი გიორგი შენგელაია გარდაიცვალა. მისი წვლილი ქართული კინემატოგრაფიის განვითარებაში დიდია. მის სახელს არაერთი ცნობილი ქართული ფილმი უკავშირდება. მათ შორის სიყვარული ყველას უნდა, ვერის უბნის მელოდიები, ხარება და გოგია. იგი არამხოლოდ ფილმებს ქმნიდა, არამედ იყო სცენარისტიც და თავადაც ასრულებდა როლებს. პირველი მისი მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი „ალავერდობა“ გურამ რჩეულიშვილის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით შეიქმნა. შენგელაიას ერთ-ერთი გამორჩეული ფილმია „ფიროსმანი“. ცნობილი მხატვრის როლზე რეჟისორმა არა მსახიობი, არამედ პროფესიონალი მხატვარი ავთო ვარაზი მიიწვია. რეჟისორის ამ გაბედულმა ნაბიჯმა გაამართლა. ფილმმა არაერთი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. გიორგი შენგელაიას ფილმები მრავალფეროვანია. დრამა, სატირა, მიუზიკლი, კომედია, ეროტიკა. მისი ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარია „მიდიოდა მატარებელი“, რომელიც კომედიურ ჟანრში ასახავს საქართველოს 90-იანი წლების ტრაგიკულ მოვლენებს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი