ბათუმი რივიერაზე უკანონო მშენებლობა მიმდინარეობს - მირდატ ქამადაძე

14 თებერვალი 2020, 11:00 1703 ნახვა

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ბათუმის კონცხზე მაღალსართულიანი ცათამბჯენის მშენებლობას აპროტესტებს. მირდატ ქამადაძის თქმით, მშენებლობა უკანონოდ  მიმდინარეობს, რადგან  სამშენებლო პროექტი არ არის დამტკიცებული.

ოპოზიციური პარტიის წევრებმა ოფიციალური ინფორმაცია გამოითხოვეს აჭარის ეკონომიკის სამინისტროსგან 20 იანვარს, თუმცა როგორც ამბობენ, პროექტის შესახებ დოკუმენტაცია დღემდე ვერ მოიპოვეს.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განაცხადეს, რომ უწყება მე 5 კლასის ობიექტზე სამშენებლო ნებართვებს არ გასცემს, ხოლო საჯარო ინფორმაციის პასუხი ადრესატს რამდენიმე დღის წინ მიღებული აქვს. 

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი