ხვალ და ზეგ აჭარაში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, დღისით მზის ხარჯზე შედარებით დათბება, იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში, პერიოდულად შესაძლებელია ძლიერი 17-22 მეტრი წამში.
კონკრეტულად 15 თებერვალს:
ბათუმი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +1 დღისით +12 გრადუსი;
ქობულეთი - პერიოდულად ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში, ჰაერის ტემპერატურა: ღამით -2 დღისით +10;
შუახევი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით -3 დღისით +7;
ხულო- პერიოდულად ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით -7 დღისით +3;
ქედა - პერიოდულად ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით -1 დღისით +7;
გოდერძის უღელტეხილი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით -14 დღისით -3.
ფოტო: ბადრი ვადაჭკორია