ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზის ექსპლუატაციაში შესვლიდან ორი წელი გავიდა, თუმცა გზატკეცილი, რომელზეც ასობით მილიონი დაიხარჯა დაზიანებულია. რამდენიმე მონაკვეთზე ორმული დაზიანებებია, კონკრეტულ ადგილებზე კი ასფალტის საფარი დახეთქილი.
პროექტის მაღალი ხარისხით განხორციელებაში ეჭვი შეაქვს ოპოზიციას და აუდიტის სამსახურს მიმართავს, კონკრეტული პროექტის შესასწავლად. ოპონენტები ამტკიცებენ, რომ გაჩენილი ორმოების გამო გადაადგილება სახიფათოა. ინფრასტრუქტურის მინისტრი ამბობს, რომ გზის რეაბილიტაცია გამოდარებისთანავე დაიწყება.