კონგრესმენ რენდი უებერის წერილი გიორგი გახარიას

12 თებერვალი 2020, 11:17 1094 ნახვა

დაპირებული საარჩევნო რეფორმის ჩაგდება, მშვიდობიანი პროტესტის ძალის გამოყენებით დაშლა და პოლიტიკური ოპონენტების დევნა, ეს მცირე ჩამონათვალია იმ საკითხების, რომელსაც კიდევ ერთი ამერიკელი კონგრესმენი აკრიტიკებს, რენდი ვებერი გიორგი გახარიასადმი მიწერილ კრიტიკულ წერილში  შეშფოთებულია ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირების და ამერიკული კომპანიებისთვის არახელსაყრელი გარემოს გამო.  

კონგრესმენი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში არსებული ნეგატიური ტენდენციების გამო შტატებში სანქციების შესახებ მოწოდებები გახშირდა.  

4 თებერვლით დათარიღებული წერილის ასლი, ამერიკის სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოსა და სხვა მაღალჩინოსნებსაც გაეგზავნათ.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი