ბათუმი რივიერას მშენებლობის მოწინააღმდეგეები 15 თებერვალს აქციას ლოზუნგით „არაჩაბეტონებას“ აანონსებენ, მოითხოვენ რომ დაუყონებლივ შეწყდეს მშენებლობა ბათუმის კონცხზე და პროექტისთვის გამოინახოს ალტერნატიული ტერიტორია. გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „კერძო ბიზნესინტერესებს არ უნდა შეეწიროს ქალაქის მომავალი და რეგიონის სტრატეგიული ინტერესები, რადგან პროექტი საფრთხეს უქმნის ბათუმის ისტორიულ განაშენიანებას, ისტორიულად ჩამოყალიბებულ ხედებსა და სოციალურ ეკონომიკურ კონტექსტს. მშენებლობის მოწინააღმდეგეების თქმით, პროექტის განხორციელება საფხთის შემცველია ეკოლოგიისა და უსაფრთხოების კუთხით, რადგან ბათუმის კონცხის ნიადაგი პრობლემური ადგილია და ეს ასახულია არა ერთ საერთაშორისო თუ ადგილობრივ დასკვნაში.