აჭარის მაღალმთიანეთის სოფლების რამდენიმე ბაღში სააღმზრდელო პროცესი არც დღეს განახლებულა

11 თებერვალი 2020, 18:07 1805 ნახვა

აჭარის მაღალმთიანეთის სოფლების რამდენიმე ბაღში სააღმზრდელო პროცესი არც დღეს განახლებულა, ძირითადი მიზეზი ისევ მოსწავლეების გამოუცხადებლობაა. გზები მოყინულია, გადაადგილება კი გართულებული იყო. შეზღუდვით მოძრაობდა  სკოლის  მიკროავტობუსებიც. ხვალ მთაში ისევ მოთოვს. ამ დროისთვის მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი ერთ მეტრს აჭარბებს.  ტემპერატურის ვარდნის გამო, საქართველოს მასშტაბით, ტბებსა და წყალსაცავებზე შეინიშნება ყინულის სხვადასხვა სისქის ფენა და მათზე ნებისმიერი ფორმით გადაადგილება აკრძალულია - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი