ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის მშენებლობა იგეგმება

11 თებერვალი 2020, 12:28 2276 ნახვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აშშ-ში, ნიუ იორკში ამერიკული კორპორაცია Trammo-ს აღმასრულებელ დირექტორს და მმართველი საბჭოს წევრებს შეხვდა, რომლებიც ბათუმის პორტში 20 მილიონიანი ინვესტიიიც განხორციელებას გეგმავენ - ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს. 

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, Trammo ბათუმის პორტში ახალ ტერმინალს ააშენებს, რომელიც აზიიდან მიღებულ პროდუქციას, ბათუმის პორტის გავლით, ევროპულ ბაზართან დააკავშირებს.  ​Forbes-ის მონაცემებით, Trammo ამერიკის უმსხვილესი კომპანიების რეიტინგში 58-ე ადგილს იკავებს.

პარლამენტის თავმჯდომარე კორპორაციის მენეჯმენტს საინვესტიციო გარემოს, აშშ-სთან სტრატეგიული თანამშრომლობის, საკუთრების უფლების დაცვის სტანდარტების და საქართველოში განხორციელებული რეფორმების შესახებ ესაუბრა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი