130/20-ზე, თუ 100/50-ზე - ოპოზიცია მმართველ გუნდს, უგულავას დაკავებამდე, ოქტომბრის არჩევნებისთვის მაჟორიტარების კიდევ უფრო შემცირებას სთავაზობდა, „ქართული ოცნება“ კი, რომელმაც პროპორციული მოდელი ჩააგდო, კიდევ უფრო მეტად უკან დახევას ისედაც აღარ აპირებდა და უკიდურეს კომპრომისზე საუბრობდა. ორივეს შეთავაზება ერთამენთისთვის კომიკური და ღიმილისმომგვრელი იყო, მაგრამ ფაქტია, რომ მთელი დასავლეთი, პარტნიორი ქვეყნები, ელჩები და დიპლომატები საერთო კონსესუსს და შეთანხმებას ელოდებოდნენ.
ამის ფონზე მეხუთე რაუნდი ახლა უკვე საერთოდ აღარ შედგება. ოპოზიციის გადაწყვეტილებამდე კი ისედაც ცნობილი იყო მაჟორიტარები საკუთარი მუხრუჭების გამოყენებას აანონსებდნენ. ოპონენტები კი ერთიან კანდიდატებზე შეთანხმებას იწყებდნენ. ჩავარდნილი ე.წ. მოლაპარაკებები და მმართველი გუნდისთვის დაკისრებული პასუხისმგებლობა...