ქართველი მორაგბის ხსოვნის პატივსაცემად

09 თებერვალი 2020, 12:22 1829 ნახვა

ფრანგული კლუბი ახალი მაისურით ითამაშებს, რომელიც ბექა ბურდიაშვილის ხსოვნას ეძღვნება. ფედერალ 1-ის კლუბის წევრებმა ახალი მაისურით ტარბიში პირველად ითამაშეს. მასზე გამოსახულია ბექას სახელი, ქართულ ენაზე გაკეთებული წარწერა "ძალა ერთობაშია" და ბორჯღალი, რომელიც ქართული რაგბის სიმბოლოა. "გროლეტუა" ამ მაისურით სეზონის ბოლომდე ითამაშებს.

ფრანგულმა კლუბმა 26 იანვარს, საფრანგეთში, ტარნის დეპარტამენტში მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად, ტრაგიკულად დაღუპულ ბექა ბურდიაშვილს ვიდეო მიუძღვნეს და მისი ოჯახისთვის თანხის შეგროვება დაიწყეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი